გაბრაზებულ გულზე უნდა დამეწერა ეს პოსტი,მაგრამ გადამიარა ბრაზმა უკვე.
როგორ შეიძლება ყოველ დღე გიხსნა,რომ როკი არ არის სატანიზმი?!
როგორ,შეიძლება შვილი იმიტომ არ გაუშვა კონცერტზე,რომ შენ გგონია,რომ ცუდი მუსიკაა იქ.
როგორ შეიძლება?!
მერამდენედ შეიძლება,მაჩხუბო,მატირო ამ თემაზე,მაგრამ არ გინდა,რომ შეიგნო,არ გინდა,რომ მოუსმინო რაასაც გეუბნები.
I wanna live life, never be cruel,
I wanna live life, be good to you.
I wanna fly, never come down,
And live my life,
And have friends around.
”მე,რომ შენხელა ვიყავი,ასე არ ვაკეთებდი”- მოძველდა ეს ფრაზა !
21-თე საუკუნეა და არ ვაპირებ მთელი დღე სახლში ვიყო,არ დავჯდე კომპიუტერთან,არსად წავიდე,ვუსმინო კლასიკურ მუსიკას,ან ისეთს,როგორიც შენ მოგწონს და შენთვის მისაღებია, არ შემიძლია!!
მე არ ვაპირებ მხოლოდ ის ვაკეთო რაც შენთვისაა მისაღები,რადგან არ მოგწონს ის რასაც მე ვუსმენ, იმას არ ნიშნავს,რომ ცუდია!
მე მეუბნები ფანატიკოსი ხარო,რადგან კედლებზე პლაკატებს ვაკრავ,მაშინ შენ რაუნდა თქვა,ყველა და ყველაფერი ცუდი/სატანური,რომ გგონია (რაც შენ არ მოგწონს ის).
მაპატიე,რაცარუნდა მიყვარდე და პატივს გცემდე,შენნაირი ვერ ვიქნები.
მე ჩემ შვილებს ასე არ მოვექცევი.
იმას არ ვიზამ,რომ კონცერტზე არ გავუშვა,რადგან არ მომწონს ის მუსიკა,რაც იმ კონცერტზე იქნება.
მიყვარხარ ძალიან,მაგრამ მე შენნაირი არ ვარ.
მაპატიე და ალბათ ჩემი ბრალია..
მაგრამ იმის გამო,რომ შენ არ მოგწონს,არ ვაპირებ შევიცვალო.საერთოდ,არ მაქვს შენთან ხშირად პრობლემა,ჰოდა რატომ ართულებ ყველაფერ?!
კიდევ ერთხელ მაპატიე.
We never change, do we?
We never learn, do we?
ალტერნატიული მუსიკის ფესტივალი (ანუ 3 ჯერ კუს ტბაზე)
გუშინ ალტერნატიული მუსიკის ფესტივალზე ვიყავით.
3 დღე იყო ფესტივალი,პირველად 12ში ჩატარდა,შემდეგ 19 და ბოლოს კი 24. სამივე დღეს ვიყავი და ნამდვილად არ მინანია.
გუშინ,კონცერტამდე ფერების ფესტივალიც იყო,ამიტომ ხალხის ნაკლებობას ვერ განვიცდიდი (პირიქით)
თან გუშინ გამოდიოდა ისეთი ჯგუფები,რომლებიცაა -LOUDspeaker,ZurGi,pornopoezia. (არამარტო,კიდევ 5 თუ 6 ჯგუფი,უბრალოდ ეს სამი ჯგუფი განსაკუთრებით მიყვარს). საბოლოოდ კუს ტბასთან,რომ მივაღწიეთ,არც გვეგონა სცენასთან თუ შევაღწევდი,მაგრამ მაინც შევძელით.
ფერების ფესტივალზეც მინდოდა წასვლა,მაგრამ გზების გადაკეტვის,გამო დამაგვიანდა. არც მინანია,ვიცოდი,რომ არ გამოვიდოდა,თან რაღაცნაირი ჭუჭყიანი ფერები იყო. მაგრამ,რომ მივედით,სანდრომ მაინც შემაყარა ყვითელი ფერი და მთელი საღამო გაყვითლებული დავდიოდი.
ძალიან ძალიან კარგი დღე იყო გუშინ,მიუხედავად იმისა,რომ საოცრად მწყუროდა მთელი დღე და ფული ვერ დავხარჯე,რადგან ჩამოსვლისთვის მინდოდა,მაინც კარგი იყო.
სახლში,რომ დავბრუნდი იმწამს აბაზანაში შევვარდი,ისევ გასათეთრებლად. თან დილას ადრე ვიყავი ასადგომი,ჰოდა დილას,რომ გავიღვიძე,გავიარ-გამოვიარე,ჩავიხედე სარკეში და ისევ ყვითელი არა ვარ?! 10ს 10 წუთი აკლდა უკვე,10ზე გამოცდა მქონდა, როგორ შევვარდი აბაზანაში და როგორ დავიბანე სახე არ მახსოვს. მთავარია გამოცდაზე არ დავაგვიანე.
ისე ველოდებოდი ZurGi- ს და LOUDspeakers,რომ წინა გჯუფის სიმღერა,თითო ათად მეჩვენებოდა. და ბოლოს დადგა ჩემი საყვარელი გჯუფების ჯერიც.
ძალიანძალიან კარგი იყო,უკეთესი იქნებოდა მეტი სიმღერები,რომ ემღერათ,უკეთესი იქნებოდა coming up რომ ემღერა ZurGi-ს,მაგრამ სამაგიეროდ LOUDspeakers-მა იმღერა world in my eyes და ისეთი ბედნიერი ვიყავი..
მოკლედ მჯობნის მჯობნს რა დალევს, საბოლოოდ ძალიან კარგი იყო. მადლობა ამისთვის ორგანიზატორებს. ახლა კი Waiting for open air
ჰომოსექსუალიზმი-ქალაქის ახალი მოდა
ჩემს ბავშვობაში (არც ახლა ვარ ”დიდი” ,მაგრამ მაინც..)
მოკლედ, პატარა,რომ ვიყავი ახალი შემოსული იყო მოდაში პანკობა, მალევე ემოობაც გახდა ”პოპულარული”, ჰიპები,ხომ სულ იყვნენ ყურადღების სათავეში! შემდეგ გოთებიც გამოჩნდნენ..
დღეს კი მოდა,სრულიად განსხვავებული ”რამეს” გვთავაზობს.
დღეს მოდაში ჰომოსექსუალიზმია!
დიახ,დიახ! სწორად გამიგეთ,ეს ზუსტად ისაა,რაც თქვნ გგონიათ. ჰომოსექსუალიზმი უნებართვოდ შემოიჭრა თქვენს ტვინში,უარი უთხრა მამაპაპურ ტრადიციებს! გადაატრიალა და შეცვალა ყველაფერი.
დღეს უცხო ორიენტაციის მქონე ხალხია მოდაში!
მე არ ვარ ჰომოფობი,მაგრამ არც ის მესიამოვნება, ვუყურო როგორ კონცნის ორი ერთიდაიგივე სქესის წარმომადგენელი ერთმანეთს .
ჰომოსექსუალნო! ხომ არავინ გაიძულებთ,ისეთბი იყავით,როგორიც ყველა არისო. სახლში,ხომ არავინ გივარდებათ,არავინ გემუქრებათ,გინდათუარა საწინააღმდეგო სქესის ადამიანი შეიყვარეთო.
ჰოდა მაშინ იყავით თქვენთვის, რა საჭიროა ყველას თავზე მოახვიოთ,რომ სხვანაირები ხართ?!
რა საჭიროა,ნებით თუ არა,ძალით მაინც,ყველას თავში ჩაუდოთ,თქვენი სხვანაირი ხედვა?!
ამით,ხომ მეტ აგრესიას იწვევთ.
რა საჭიროა მოაწყოთ გეი პარადები და კიდევ ერთხელ გააღიზიანოთ საზოგადოება.
რა საჭიროა თქვენი დამოკიდებულების ასე სახალხოდ ”გააფიშირება”
მაგრა, გვავიწყდება,რომ საქართველოა,აქ ხომ ყველა ევროპის ქვეყნებს ბაძავს,იქ თუ ასე ხდება აქ რატომ არ უნდა ხდებოდეს?! -აი ესაა ის მიზეზი,თუ რატომ იქცვით ასე,არ გინდათ არცერთ სხვა ქვეყანას ჩამორჩეთ.
არცაა საჭირო,რომ სხებზე ნაკლებები იყოთ,მაგრამ ეს გეი-პარადებით არ უნდა დაამტკიცოთ.
The lunatic is in my head ანუ ნაწვიმარი პოსტი.
როგორ წვიმს…
ჩაიტანა მთელი სოლოლაკი, გამწარებულმა წვიმამ.
რა მისი ბრალია, ამოასხა ერთხელაც, მასაც ხომ აქვს ნებისყოფა.მოთმინება აღარ ეყო და აი…
ღრუბელზე გაბრაზებულ წვიმას, ელვაც დაუმეგობრდა..
ერთად უფრო კარგად ”აშინებენ” პატარა ბავშვებს, ძილის წინ.
The lunatic is in my head.
The lunatic is in my head
You raise the blade, you make the change
You re-arrange me ’til I’m sane.
შენკიდე ახლა მოხვედი სახლში, ნეტა მოესწრო წვიმასო ფიქრობ..
არა, ცოტა კი დასველდი,მაგრამ არაა საკმარისი.
დღე მაინც იყოს და სადმე იყო წასასვლელი…
ბედნიერებისთვის რა ცოტა რამ კმარა.
მხოლოდ ღრუბლების გაბრაზებაა საჭირო ბედნიერებისთვის..
კარგი იყო დღეს..
გუშინაც კარგი იყო, ძმას,რომ აიპოდით ასმენინებდი მუსიკებს . ის კიდე არ იმჩნევდა,რომ შენი ”სიმღერა” უფრო ესმოდა ვიდე პინკ ფლოიდის მუსიკა,მაგრამ ხმას არ იღებდა…
უნდა ეწვიმა დღეს ..
წახვალ ახლა დაიძინებ და გაბრაზებული ღრუბელი კი ისევ გააგრძელებს შენი და-ძმის შეშინებას.
You lock the door
And throw away the key
There’s someone in my head but it’s not me
უნდა ეწვიმა დღეს..
Happy b.day Dancing Queen’s blog
ჩემი ბლოგი ერთი წლის გახდა 27 აპრილს. სულ გამოვშტერდი და რათქმაუნდა დამავიწყდა,რომ დაბადებისდღე ჰქონდა ბლოგს,მაგრამ,მინდა დანაშაული გამოვისყიდო და “სჯობს გვიან ვიდრე არასდროს”, ახლა მივულოცო ჩემს ბლოგს.
პირველად ბლოგის შექმნის იდეა,მაშინ გამიჩნდა,როდესაც ლაშა თეთრაძის ბლოგი ვნახე, საერთოდ არ ვიცოდი,რას ნიშნავდა,ბლოგი, რაზე უნდა დამეწერა და ა.შ
როგორც ჩანს,საქმე არ მქონდა და ბლოგი შევქმენი.
არ ვიცოდი,რაზე მეწერა,მაგრამ ერთი პოსტი,რომ დავწერე,მერე მეორე მიყვა,მერე მესამე და ასე გრძელდება დღემდე.
მთლიანობაშ 65 პოსტი მაქვს დაწერილი, პირველი პოპულარული პოსტი იყო: “დრონი მეფობენ და არა მეფენი” (ჩემი ერთერთი საყვარელი პოსტია სხვათაშორის)
სულ დაწერილია 339 კომენტარი და შექმნილია 14 კატეგორია.
ტოპ search-ებია:
| სწავლა | |
| ოსკარი 2012 | |
| ბედნიერება | |
| მე და საზოგადოება | |
| ზაფხული |
ტოპ 10 პოსტია:
ძალიან უაზრო ფრაზა კია მაგრამ ასეა,რომ “არ მახსოვს,როგორ ვცხოვრობდი,სანამ ბლოგს შევქმნიდი”
ბლოგის წყალობით,უამრავი კარგი ადამიანი გავიცანი,უამრავ პროექტში მივიღე მონაწილეობა,დავუმეგობრდი ბავშვებს.
ვიყავი ბლოგერების ბლოულინგზე. მოკლედ კარგის მეტი არაფერი მოუტანია ბლოგს.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემს ბლოგს და ყველაფერ კარგს ვუსურვებ <3
უსასრულო რეალობა
11-ის ნახევარია ახლა. რაშუაში იყო საერთოდ არვიცი,მაგრამ დათოს შევპირდი დავწერ ხვალ პოსტსთქო,ჰოდა შევასრულებ პირობას.
წვიმა დაიწყო მგონი. ისე ”გრუხუნებს”…
ჰოჰო, ხმაც მესმის უკვე
არმინდა ხვალ,რომ სკოლა იყოს.
დავიღალე..
ძალიან დავიღალე..
კარგია ცივი ნაყინის ჭამა,ჩაბნელებულ ოთახში.მარტო კომპიუტერის შუქი,რომ ანათებს.
უკვე მეათასედ,რომ შემოდის დედაშენი და ძილს,რომ გაიძულებს.
უკვე მეათასედ,რომ ატყუებ ”რაღაცას, ვიწერ,გადმოიწერს მალე და დავიძინებო”
უკვე მეათასედ,რომ ბრუნდება თავის ოთახში.
უკვე მეათასედ,რომ წვება დასაძინებლად.
და შენც,უკვე მეათასედ,რომ რჩები ბედნიერად,მაგრამ თან სინდისი,რომ გაწუხებს. იდეაში გაკვეთილების სწავლას,რომ აპირებდი..
არა! მართლა უნდა ისწავლო რუსული,ქიმია და ფიზიკა.
სამაგიეროდ,ახალი ტუჩის გარმონი გაქვს. უკვე უკრავ სიმღერებს…(ცდილობ)
ნაყინიც გათავდა, წახვალ ახლა დაწვები,ადგები დილას წახვალ სკოლაში.მერე ისევ დაწვები,ადგები,დაწვები ადგები…
და .. არაფერი შეიცვლება.
ადგები და დაწვები ისევ.
როკოზე უნდა დამეწერა ორი სიტყვა იდეაში. (აი დავწერე უკვე)
p.s:ჯერ არ დაწყებულა წვიმა,მგონი..
”-რას შვები?”
-რას შვები?
-რავი არაფერს,შენ?
ყველაზე მარტივი კითხვა,რომელსაც დღეში 10ჯერ მაინც გეკითხებიან და ყველაზე მარტივი პასუხი,რომელსაც დღეში 10ჯერ მაინც პასუხობ.
აი დღეს მე სხვანაირად გიპასუხებთ.
-რას შვები?
-რავიცი ამწამს ვწერ,facebookში ვარ,ზოგადად ვწერ,ვკითხულობ,ვსწავლობ,დავდივარ,ვსუნთქავ,ვჭამ,ვთამაშობ,ვაცდენ,ვუყურებ,ვუსმენ,მძინავს,ვიღვიძებ,მიხარია,ნერვები მეშლება,ვბრაზდები,მიყვარს,ვბანაობ,ვალაგებ,ვფიქრობ,ვდგები/ვჯდები,ვიხედები,ვერთობი,ვლაპარაკობ,ვხატავ,ვჟღაბნი და ვწერ! ისევ ვწერ!
აი ასე!




















































