შიგთავსზე გადასვლა

იცხოვრო ადვილად რთულია!

იანვარი 12, 2012

მე არ შემიძლია გიყურო და ვხვდებოდე,რომ უნამუსოდ მატყუებ!

თვალებში მიყურებდე და ამ თვალებით სიძულვილს და სიცივეს გამოხატავდე.

ეს ყველაფერი შენთვის შეინახე ძვირფასო!

იცხოვრო ადვილად რთულია!

მე არ ვარ ედგარ პო და არ შემიძლია ვუყურო ცარიელ ფურცელს, რადგან მუზა მომივიდეს. მაგრამ მე შენი არაფრის მეტყველი სახის ყურება უნდა შემეძლოს? ის მომიყვანს მუზას?!

საერთოდ ვინ ხარ? შენი თავი ვინ გგონია?

ახლა გაიგე,რომ გმირი არაა ის ვინც სამშობლოსთვის თავს სწირავს?!გმირი ისაა, ვისაც უნდა,რომ თავი გასწიროს!

მაგრამ მეტი აღარაფერია სათქმელი! თამაში ნათამაშებია!

”პიროვნების მაგივრად რაღაც უნებო არსებად გაქციეს და საკუთარი არჩევანი აღარ გაგაჩნია: შენ ახლა სხვისი გამოწერილი რეცეპტით უნდა იცხოვრო-სიკეთეზე მომართული მექანიკური არსება!”

იყავი ის რაც ხარო გაიძახი,მაგრამ ვისზე რას ლაპარაკობ?!

რა გგონია, შენც შეგიძლია,იყო მეფე და მგოსანი და სიმღერით მოკვდე?!

გემოვნებაზე არ დაობენო ამტკიცებ! სხვა რა უნდა გელაპარაკო.

შენ იცი,რომ არაფერი არ იცი (ე.ი რაღაც უკვე იცი)?!

შენ გეგონა სიკვდილის გეშინოდა! სინამდვილეში კი სიცოცხლის გშინებია თურმე!

მაინც ვერ ხვდები,რომ ფული ბედნიერება არ არის! მაგრამ ამისთვის,ხომ ორივეს უნდა გაუსინჯო გემო. ფულსაც და ბედნიერებასაც!

ბოლო რჩევასაც მოგცემ: სჯობს  ჩუმად იყო და ხალხს ეგონოს,რომ სულელი ხარ. ვიდრე ხმა ამოიღო და დაამტკიცო ეს.

რით ვერ გაიგე,რომ მხოლოდ ადამიანად დაბადება არაა საკმარისი იმასათვის,რომ ადამიანი გეწოდოს?!

თქვენ კი მკითხველო: თუ ყველაფერს იჯერებთ რასაც კითხულობთ,ჯობია საერთოდ არ წაიკითხოთ!

9 Comments leave one →
  1. იანვარი 12, 2012 8:49 PM

    საინტერესოა :)))

  2. იანვარი 12, 2012 9:52 PM

    bolo yvelaze chkvianuria,rac kiweria imatshoris.

  3. იანვარი 13, 2012 7:40 AM

    მომეწონა :))) ლოგიკური დასასრულია : )

  4. იანვარი 14, 2012 12:53 AM

    რისი თქმა გინდოდა ამ პოსტით?
    ვიღაცამ მაგრად მოგშალა

  5. იანვარი 14, 2012 11:23 AM

    ძალიან კარგი პოსწიკია :*

დატოვე კომენტარი